
#ინტერვიუ_დირექტორთან ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში განახორციელა თქვენმა სკოლამ?
პირველი პროექტი, რომელიც ჩვენმა სკოლამ რეფორმის ფარგლებში დაგეგმა და განახორციელა იყო პროექტი კედლის მხატვრობაში – „ჩვენი სამყარო“. პროექტი სამი თვე გრძელდებოდა და მასში ჩართული იყო სკოლის 900 -მდე მოსწავლე.
გადავწყვიტეთ, სკოლის ერთფეროვანი კედლები მოგვეხატა და მოსწავლეების ფერადი შინაგანი სამყარო თვალხილული გაგვეხადა. პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა.
პროექტის პირველ ეტაპზე WallArt-ისთვის შევარჩიეთ სავარაუდო თემატიკა.. აღნიშნული თემატიკიდან კლასებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი თემა. სახატავი სივრცე ყველა კლასზე გადანაწილდა თანაბრად, შევთანხმდით ნახატის ზომაზე და გაჩაღდა მუშაობა. მოსწავლეები შემოქმედებითმა პროცესმა ისე გაიტაცა, სახლში წასვლა აღარ უნდოდათ. მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ერთ ენაზე ალაპარაკდნენ, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის და არც ერთხელ არ ჩავარდნილა საგაკვეთილო პროცესი, მეორე დღეს უგულისყუროდ მიყრილ-მოყრილი ნივთების გამო. სამუშაოს დასრულების შემდეგ ბავშვები თავიანთ ნივთებს საგულდაგულოდ ალაგებდნენ. ერთთვიანი სასიამოვნო შრომის შემდეგ მივიღეთ დიდი საგამოფენო დარბაზი, ძალიან საინტერესო ნამუშევრებით. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, შესრულდა 46 ნახატი.
მეორე ეტაპზე, შესრულებული WallArt -ს ფოტოები განთავსდა სკოლის ფეისბუქ გვერდზე და გამოცხადდა ონლაინ კონკურსი გამარჯვებული ნამუშევრის (კლასის) გამოსავლენად. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, გაიმარჯვა იმ ნახატმა, რომელმაც ყველაზე მეტი ,,მოწონება“ მოაგროვა. კონკურსის აღნიშნულმა პირობამ მოსწავლეების კიდევ ერთი უნარის განვითარებას შეუწყო ხელი. პიარტექნოლოგიის ელემენტარული საფუძვლების გამოყენებით, მათ ისწავლეს, როგორ წარადგინონ სწორად პროდუქტი, როგორ მოიმხრონ აუდიტორია.
კონკურსის ბოლო ეტაპზე, გამარჯვებული კლასი და დამრიგებელი დაესწრნენ თავიანთი გემოვნებით შერჩეული ფილმის ჩვენებას კინოთეატრში 3D ფორმატში. პროექტში მონაწილე სხვა კლასები კი დასაჩუქრდნენ, მათივე WallArt-ის გამოსახულების, კედლის კალენდრით. ყველაზე დიდი ჯილდო თითოეული მონაწილისთვის მაინც ამ გრძელვადიან ექსპოზიციაში მონაწილეობაა. ვინც თუნდაც ერთხელ ჩამოუსვა ფუნჯი, ყველა ამ სილამაზის შემოქმედად თვლის თავს, თვალის ჩინივით უფრთხილდება და სკოლის ყველა სტუმარს სიამაყით მასპინძლობს ამ ფერად სამყაროში.
ამ პროექტის თითოეულ ეტაპში, მოსწავლეების გარდა, ჩართულები იყვნენ: მშობლები, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი, სსსმ მოსწავლეები და მათი მშობლები.
პროექტი „დასრულდა“ პირობითი ნათქვამია. იგი დღემდე გრძელდება, რადგან დღესაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს ამ უჩვეულო გამოფენას.
სკოლაში პოზიტიური გარემოსა და კულტურის შექმნისთვის …. ალბათ, ყველა დირექტორმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს. ამის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.
მინდა მოგიყვეთ ჩვენს კიდევ ერთ მიგნებაზე, რომელიც სკოლის თანამშრომლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება.
ჩვენს სკოლაში უკვე მეოთხე წელია შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს პაროდიის თეატრი, რომლის რეჟისორები, სცენარისტები, მუსიკოსები და მსახიობები ჩვენივე სკოლის მასწავლებლები არიან. ისინი არჩევენ ძალზე აქტუალურთემებს და სცენაზე მსუბუქი იუმორით, ხანდახან სატირულადაც აღწერენ სასკოლო ცხოვრებას,ჩვენსყოველდღიურობას. თეატრი წელიწადში ორ პრემიერას მაინც მართავს. პრემიერებს შორის მიმდინარეობს მომზადება შემდეგი წარმოდგენისათვის. პროცესი არის შემოქმედებითი, სასიამოვნო და სახალისო. ეს ნიჭიერი ადამიანები – მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ პოზიტიურ ემოციებს, ქმნიან ერთ, საერთო, დასრულებულ პროდუქტს, რომელიც დიდი სიხარულის მომტანი ხდება მთელი სკოლის პედაგოგებისთვის და თანამშრომლებისთვის. დასი ყოველწლიურად იზრდება, სკოლაში ახლადმოსული მასწავლებლები სიხარულით წევრიანდებიანდასში და ეს საოცრად ამარტივებსმათ ადაპტაციას ახალ გარემოში .
სცენამმასწავლებლებიუფრო დაამეგობრა, საოცრად ამაღლდა სკოლის თანამშრომლობითი კულტურა , რომელიც შემდგომში პირდაპირ მოქმედებს მასწავლებლების სასწავლო პროცესში აქტიურ თანამშრომლობაზე. პედაგოგები უფრო უშუალოები ხდებიან და აღარ უჭირთ საკუთარი სასწავლო მიღწევების სხვებისთვის გაზიარება, საკუთარი ხარვეზების აღიარება , კოლეგების ნამუშევრების ობიექტური შეფასება და დაფასება.
ვფიქრობ, ეს მიმართულება, ჩვენი სკოლის წარმატებული გამოცდილებაა, რომელიც შეიძლება სხვა სკოლებმაც გაიზიაროს.
#თამარ_ჭარბაძე
თბილისის 143-ე საჯარო სკოლის დირექტორი