ინტერვიუ მასწავლებელთან – ირაკლი ჩაჩიბაია

#ინტერვიუმასწავლებელთან

❓ რეფორმის ფარგლებში შეეცადეთ აღწეროთ მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.
📝ბევრი საინტერესო სიახლით, ციფრული ტექნოლოგიების სწავლება, კომპლექსური დავალებებითა და სახალისო აქტივობებით

❓ გაიხსენეთ ყველაზე საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება.
📝ყველაზე საინტერესოდ შესრულებული პირველი კომპლექსური დავალება იყო. ვინაიდან ვიმყოფებოდით დისტანციურ სწავლებაზე. Teams-ს გამოყენებით განვახორციელეთ კომპლექსური დავალება პროექტულ ნაწილში თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი მავნე ჩვევები“. კომპლექსური დავალება ძალზედ საინტერესო გამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ჩემთვის არამედ ბავშვებისთვისაც სიახლე იყო.

❓ რა რჩევას მისცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა იწყებენ რეფორმის დანერგვას.
📝თავდაპირველად შეიძლება მასწავლებლებს რეფორმა რთულად მოეჩვენოს, მაგრამ მეტი მუშაობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან, აუცილებელი ტრენინგების გავლით, გამოცდილ მასწავლებლებთან ურთიერთობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით ეს შედეგი მიღწევადია.

❓დაასრულეთ წინადადება: მოსწავლის შეფასებისას…..
📝პირველ რიგში ვითვალისწინებ მოსწავლის შესაძლებლობებს.

📍ირაკლი ჩაჩიბაია – გორის N2 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი.