
#ინტერვიუდირექტორთანყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში განახორციელა თქვენმა სკოლამ?
სასკოლო რეფორმის ფარგლებში 2020-21 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდა ორი დიდი სასკოლო პროექტი, რომელიც მიმართული იყო სასწავლო გარემოს გაუმჯობებისკენ.
პირველია “კომპლექსური დავალებები მოსწავლეების უნარების განვითარებისათვის”, რომლის ფარგლებში შიქმნა კომპლექსური დავალებების ბანკი. მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში თავიდან სირთულეს წარმოადგენდა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის ამ რეფორმის სარგებლის გაცნობა. თუმცა, პროცესმა წარმატებით ჩაიარა. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო,” განხორციელდა ტალინის უნივერსიტეტის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, DGSalt-ის ორგანიზებითა და “ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ამ პროგრამის ფარგლებში შერჩეული სკოლებიდან ერთ-ერთი ჩვენი სკოლაა. პროექტის ფარგლებში სკოლამ მოიძია, შეისწავლა და დანერგა განმავითარებელი შეფასების ელექტრონული ინსტრუმენტები, PearDeck, Padlet, Wholeofname, Liveworksheets. სკოლის გამოცდილება გაზიარდა 120 სკოლაში. ეს ინსტრუმენტები დაინერგა დისტანციური სწავლების პირობებში, თუმცა ახლაც პირისპირ სწავლებისას აქტიურად გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში.
სკოლამ დანერგა და გამოიყენა ელექტრონული სარკის პლატფორმა, რომლის საშუალებით მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა სკოლის საჭიროებები და შეიქმნა სკოლის განვითარების ციფრული სტრატეგია. პროექტის შედეგები გაზიარდა ევროკავშირის საერთაშორისო კონფერენციაზე.
სკოლაში პოზიტიური გარემოსა და კულტურის შექმნისთვის …
პრაქტიკიდან გამომდინარე შეფასება-მონიტორინგი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ის ხშირ შემთხვევაში არის ან ზედმეტად ლოიალური ან ზედმეტად მკაცრი. ორივე შემთხვევა, ჩემი აზრით, იწვევს სწავლისადმი მოსწავლის მოტივაციის შემცირებას, არათანაბარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას საკლასო გარემოში. ამიტომ, როდესაც სკოლის დირექტორად დავინიშნე დავიწყე პოზიტიური გარემოსა და კულტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სამი წლის მანძილზე ჩატარებული ინტერვენციების შედეგად გაიზარდა სასკოლო შეფასების კულტურა, ანუ შეფასება აშკარად ხდება ვალიდური და სანდო. პოზიტიური გარემოს შესაქმნელად ყოველთვის ვცდილობდი მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლების დანერგვასა და განვითარებას. სკოლაში უკვე არსებობს მუდმივ მოქმედი კლუბები, როგორიცაა “ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი”, დრამატული თეატრის დასი, მეწარმეობის საფუძვლების, ინტერკულტურული, გარემოს დაცვითი კლუბები, სხვადასხვა პროფესიების დაუფლების წრეები: თერძის, ავეჯის დიზაინის, კომპიუტერის ოპერატორის და სოკოს გამოყვანის. არეალი ძალიან ფართოა, რაც აძლევს მოსწავლეებს საშუალებას ჯერ კიდევ სკოლაში გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას.
სკოლის კულტურის ერთ-ერთი ნაწილია კოლეგების ურთიერთთანამშრომლობა, მხარდაჭერა. ბოლო ორი წელია, რაც სკოლამ გაიარა რეაბილიტაცია და შეიძლება ითქვას გავხდით მწვანე სკოლა. მცენარეების მოვლის კულტურა ბევრად გაიზარდა სკოლაში, რაც გახდა ჩვენი შიდა კულტურის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილი.
სასკოლო კულტურაში დიდი როლი მშობლებს ენიჭებათ. ჩვენთან მაქსიმალურად გამარტივებულია სკოლისა და მშობლების ურთიერთობა. შექმნილია მშობელთა კლუბი, ელექტრონული ურთიერთობის არხები, სადაც მშობელს აქვს საშუალება პირდაპირ დასვას მისთვის საინტერესო საკითხი ან პრობლემა. ვფიქრობ, ჩვენი სკოლის თემი ძალიან განვითარდა, რაზეც მიუთითებს სკოლის კონტიგენტის ყოველწლიური ზრდა და საზოგადოების ინტერესი სკოლაში მიმდინარე პროცესების მიმართ.
#მარინაისკაკოვა
ქ.ქუთაისის 33საჯარო სკოლა-ის დირექტორი