ციფრული საგანმანათლებლო რესურსი „ინტერაქციული ანბანი“ დაწყებითი საფეხურის, I კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. ამ ელექტრონული რესურსის საშუალებით ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ქართულ ანბანთან დაკავშირებული ცოდნის გამყარება. რესურსი ბავშვებს უჩვენებს ქართული ანბანის ასოებს, განმარტავს მათ ჟღერადობას და ამოწმებს რამდენად სწორად მოხაზა ბავშვმა შესაბამისი ასო. რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო ოთახში ასვე მის გარეთაც. მაგალითად სახლში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს რესურსი ასევე მოსახერხებელი იქნება მათთვისაც ვისაც ქართული ენის, ქართული ანბანის შესწავლა სურს (მაგალითად უცხოელებისათვის).
ხელმისაწვდომია „ინტერაქციული ანბანის“ როგორც ვინდოუსის საინსტალაციო ვერსია ასევე მობილური ვერსიებიც.
Android ვერსია: https://play.google.com/store/apps/details?id=com.Geolab.Anbani
iOS ვერსია: https://apps.apple.com/app/id1506972449
windows ვერსია: https://drive.google.com/file/d/1QTOSoR