კომპიუტერული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო რესურსები
რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის არის შექმნილი. იგი მოიცავს „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ (ისტ-ის) ახალი სტანდარტით გათვალისწინებულ აქტივობებს. სრულად ფარავს II-III-IV-V კლასების მასალას. Მისი გამოყენება შეიძლება როგორც საკლასო ოთახში პროექტორის გამოყენებით ასევე დისტანციური სწავლების დროსაც.
რესურსში ინტეგრირებულია ტერმინების განმარტებები, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები და დავალებები. რესურსი ისე არის ორგანიზებული რომ მოსწავლე გადის გარკვეულ ნაბიჯებს იღებს ცოდნას შემდეგ კი საპროექტო, კომპლექსურ დავალებას ასრულებს.
მუსიკის, ბუნებისმეტყველების და ხელოვნების ელექტრონული რესურსები
ელექტრონული რესურსები IV კლასის მოსწავლეებისათვის არის შექმნილი თუმცა მათი გამოყენება სხვა კლასებშიც არის შესაძლებელი. ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის შემთხვევაში, ინტეგრირებულია ტერმინების განმარტებები, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები, დავალებები და პროექტები, კომპლექსური დავალებები.
რესურსების ბმული: https://school.emis.ge/